A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფაბ ფაკ ფალ ფამ ფან ფარ ფატ

ფარისეველნი

Etym. შესაძლოა, მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან perisajja „დაყოფილნი“, შემდეგ ბერძნულში დამკვიდრდა ფორმა pharisáioi
It. Farisei
ძველი ებრაული პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც მაკაბელთა ხანაში აღმოცენდა (ქრისტეს შობამდე II ს.). თავდაპირველად ყასიდების („ღმრთისმოშიშნი“) მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მკვეთრად დაუპირისპირდნენ როგორც წარმართულ გავლენას (უმთავრესად, ელინისტური სამყაროს გავლენას), ისე საღმრთისმსახურებო არისტოკრატიის მოძრაობას. იყვნენ თორას (დაწერილი კანონი) და „მამათა ტრადიციის“ (ზეპირი კანონი) თავდადებული დამცველები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევდნენ ებრაელობის ნებისმიერი გადაგვარებისაგან დასაცავად და იუდეველთა ეროვნული სულის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ნორმატიული სიმკაცრე უმთავრესად სამ საკითხში ვლინდებოდა: საკანონმდებლო სიწმინდეს, მეათედების გადახდასა და შაბათის უქმობას უკავშირდებოდა. ასკეტურ წეს-ჩვეულებათა მიმდევრობის გამო ფარისეველნი ხალხის სიმპატიითა და, სადუკევლებთან შედარებით, მეტი გავლენით სარგებლობდნენ. ამ უკანასკნელებთან მათ უფრო სამოძღვრო განსხვავებანი ჰქონდათ, ვიდრე ლიტურგიული. მაგალითად, ფარისევლებს სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და მესიის მოსვლა. იესოს დროს ფარისეველნი გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. იესო ხშირად კამათობდა ფარისევლებთან, რადგანაც ისინი, ადამიანთან შედარებით, კანონის განკარგულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, სულთან შედარებით - წესსა და დაწერილ სიტყვას (მათ. 15:1, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9