იურისდიქციონალისტური დოქტრინა, რომლის სახელწოდებაც იუსტინუს ფებრონიუსის სახელიდან მომდინარეობს. ეს ტრევირის სუფრაგანი ეპისკოპოსის, იოჰან ნიკოლაუს ფონ ჰონტჰაიმის (†1790) ფსევდონიმია, მისი დაწერილია De statu ecclesiae et legitima potestate Romani Pontificis (1763). ამ ნაშრომში უარყოფილია ეკლესიის წიაღში პაპის იურისდიქციის პრიმატი და გატარებულია ცალკეულ ეროვნულ ეკლესიათა დამოუკიდებლობის იდეაა. პონტიფექსის ავტორიტეტის მონარქიულ სტრუქტურას უნდა ჩანაცვლებოდა მსოფლიო კრება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომლის ავტორიტეტი პაპზეც გავრცელდებოდა. ეპისკოპალიზმის მკაფიო გავლენის მატარებელი ფებრონიანური თეზისები უარყვეს როგორც კლემენტე XIII-მ, ისე გერმანელ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ. საბოლოოდ მათ ვატიკანის I კრების შემდეგ (1870) დაკარგეს ძალა და გავლენა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4