A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფებ ფერ ფეს ფეტ ფეხ

ფეხთბანვა

Etym. ლათ. lavanda (მდედრ. ფორმა სიტყვისა lavandus, რაც ზმნის lavare „დაბანა“, გერუნდივია)
It. Lavanda dei piedi
წესი, რომელიც სრულდება წირვისას წმიდა პარასკევს საიდუმლო სერობის მოსახსენიებლად. წირვის აღმვლენელი მღვდელმსახური სახარების წაკითხვის შემდეგ იმეორებს იესოს ქმედებას, როდესაც მან მუხლი მოიყარა მოციქულთა წინაშე, ფეხები დაბანა მათ და იმავეს გაკეთებისაკენ მოუწოდა მათ: „მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოან. 13:15). ფეხთბანვის ღრმა მნიშვნელობის მქონე სიმბოლური ჟესტი მიღებული იყო მონასტრებში სტუმართა მიმართ კაცთმოყვარებისა და მორჩილების ნიშნად. შემდგომში ის იქცა ლიტურგიულ წესად, რომელსაც ეპისკოპოსი საკათედრო ტაძარში აღასრულებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9