Etym. ფრანგ. სიტყვიდან fidéisme, რომელიც ნაწარმოებია ლათინურიდან fides „რწმენა“ მცდარი თეოლოგიური და ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს გონებასთან მიმართებაში რწმენის აღმატებულებას, და თვით ადამიანის გონების უძლურებას, შეიცნოს რწმენის ჭეშმარიტება. რაციონალიზმის გადაჭარბებებზე რეაქციის სახით დამკვიდრებული ფიდეიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ეკლესიამ დაგმო ფიდეიზმი და ხაზი გაუსვა გონების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, რწმენის საფუძვლებთან დამოკიდებულებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4