A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფიდ ფიზ ფილ ფის

ფილიოკვე

Etym. ლათ. გამოთქმა, ითარგმნება როგორც „და ძისაგან“
It. Filioque
ტერმინი ლათინურმა ეკლესიამ დაამკვიდრა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში სული წმიდასთან მიმართებაში. ამ დოგმატური ფორმულის ისტორიული საწყისი საკმაოდ ბუნდოვანია. ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, ის ტოლედოს III კრებიდან (589) იღებს დასაბამს, ზოგი მას კიდევ უფრო ადრეულ ხანას, კერძოდ, სარაგოსას კრების პერიოდს (380) უკავშირებს. დარწმუნებით იმის თქმა შეიძლება, რომ „ფილიოკვე“ დაახლოებით VI საუკუნეში ესპანურ, მოზარაბიკულ ლიტურგიაში დამკვიდრდა. აქედან მისი გამოყენება გავრცელდა საფრანგეთში, გერმანიასა და შემდეგ - იტალიაში. ეს ტერმინი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უმწვავესი თეოლოგიური კამათის მიზეზი გახდა. მართლაც, დასავლეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ სული წმიდა „გამოვალს მამისაგან და ძისაგან (filioque)“, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია კი აცხადებს, რომ სული წმიდა გამოდის „მამა ღმრთისგან ძის მეშვეობით“ (per Filium), რაც სამების საიდუმლოების განსხვავებულ განმარტებათა საფუძველს ქმნის. მოძღვრების თვალსაზრისით, გამოთქმა „ფილიოკვე“ აღმოსავლური სქიზმის (1054) ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9