A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფოკ ფორ

ფოკოლარეელნი

It. Focolarini
რელიგიური მოძრაობა, რომლის წევრი ქალები და მამაკაცები მიზნად ისახავენენ სახარების შესატყვისი წესით ცხოვრებას და, უმთავრესად, იესოს სულისკვეთებით სიყვარულისა და ერთიანობის განცდას. მოძრაობა 1943 წელს ტრენტოში, კიარა ლუბიჩის მეოხებით აღმოცენდა, თუმცა ოფიციალურად ის მხოლოდ 1962 წლის 23 მარტს იქნა აღიარებული სახელწოდებით მარიამის საზოგადოება (Opera di Maria). მოძრაობის საბაზისო ერთეულს წარმოადგენს კერა (focolare): ადგილი, სადაც გიზგიზებს ურთიერთზიარი სიყვარულის მიერ დანთებული ალი, იმ ოჯახური სითბოს მაგალითით, რომლითაც იყო გამსჭვალული ნაზარეთის სახლი. ფოკოლარეელთა ორგანიზაცია მოიცავს:
ა) საერთო ცხოვრების წესის წევრებს: ესაა მამაკაცთა ან ქალთა მცირე საკრებულოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გულმოწყალებას ემსახურონ საკრებულოში და სამუშაოზე; უბიწოების, სიღატაკისა და მორჩილების აღთქმათა მეშვეობით ღმერთს უძღვნიან თავს;
ბ) დაქორწინებული წევრები: დაქორწინებული ადამიანები, რომლებიც მთლიანად ღმერთს უძღვნიან თავს და ასევე დებენ მორჩილების, სიღატაკისა და უბიწოების აღთქმებს, მათი ოჯახური მოვალეობების გათვალისწინებით შესაძლებელ ფარგლებში;
გ) მღვდელმსახური წევრები: მღვდელმსახურები, რომლებიც საერთო ცხოვრების ფოკოლარეელთა ვალდებულებებს იზიარებენ, მათ შორის საკრებულოს მსახურებისთვის სრული მზადყოფნის ვლდებულების ჩათვლით, ამავე დროს, ეს მღვდელმსახურნი საკუთარ დიოცეზებში განწესებას ინარჩუნებენ. ორგანიზაციის კოორდინირებას უზრუნველყოფს საერო ხელმძღვანელი, მას ეხმარებიან საეკლესიო წოდების მქონე ასისტენტი და საბჭო, რომლის წევრებსაც ექვს წელიწადში ერთხელ ირჩევენ. გარდა ამისა, ორგანიზაციაში, ამასთანავე, მოქმედებენ მოხალისე საერო პირები, რომლებიც ღმრთის წინაშე იღებენ ვალდებულებას, იღვაწონ საზოგადოების ქრისტიანული განახლებისათვის. მოხალისეები „ადგილობრივ უჯრედებში“ (სკოლები, ფაბრიკები, დაწესებულებები) მოქმედებენ და საკუთარი პროფესიული საქმიანობით ამტკიცებენ, რომ სახარებისეული უწყება ადამიანის ინტეგრალური მოწოდების სრული განხორციელების გარანტიაა. დღეს ეს მოძრაობა ყველა კონტინენტის ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9