A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიკ ბილ ბინ

ბიზანტიური (კონსტანტინოპოლის) წესი

It. Rito bizantino/constantinopolitano
აღმოსავლეთში ხშირად უწოდებენ, აგრეთვე, ბერძნულ წესსაც. ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლში, უმთავრესად ანტიოქიური წესიდან, თუმცა მასში ალექსანდრიიდან და კაპადოკიიდან მომდინარე ელემენტებიც შევიდა. საუკუნეთა მანძილზე კონსტანტინოპოლური ლიტურგიული ტექსტები ბერძნულიდან იმ ხალხთა ენებზე ითარგმნა, რომლებიც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქთა იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ და ქალკედონის რწმენას იზიარებდნენ. ბიზანტიურ წესს მიეკუთვნებიან ალბანელი, ბელორუსი, ბულგარელი, ბერძენი, რუმინელი, იტალო-ალბანელი, რუსი, უკრაინელი, სლოვაკი და სხვა ქრისტიანები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9