თავდაპირველად ასე ეწოდებოდა სახლის გარეთ არსებულ სივრცეს, შემდეგ - ადგილს, სადაც საქმიანი, საზოგადოებრივი და სასამართლო საკითხები წყდებოდა. ამ უკანასკნელი მნიშვნელობის გავრცობის შედეგად ფორუმი ეწოდა ადგილს, სადაც რამე ძალაუფლების ან მოვალეობის აღსრულება ხდება. აქედან, საეკლესიო ფორუმს იმ გარემოს უწოდებენ, რომელშიც ეკლესია საკუთარ იურისდიქციას ასრულებს. გარე ფორუმი საზოგადოებრივ ურთიერთობათა და საზოგადო სიკეთის ის გარემოა, რომელშიც საჯაროდ სრულდება ძალაუფლების ან მოვალეობის განხორციელება. შიდა ფორუმი კი მორწმუნეთა და პიროვნული კეთილდღეობის ის პირადი სივრცეა, რომელშიც მონანიების საიდუმლოს აღსრულების ფარგლებში (საიდუმლოებრივი შიდა ფორუმი) ან მონანიების საიდუმლოს გარეთ (არასაიდუმლოებრივი შიდა ფორუმი), შესაბამისად, აღსარების მიმღები ანდა ზემდგომი ძალაუფლებას ან მოვალეობას ახორციელებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4