A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიკ ბილ ბინ

ბიკენტიელნი

It. Vincenziane
1617 წელს, თავისი საქველმოქმედო საქმიანობის დასაწყისში, ბიკენტი (ვინჩენცო) დეი პაოლიმ (ლაზარელნი), დააარსა Confrérie des Dames de la Charité – ღატაკ და მარტოხელა სნეულებზე მზრუნავ ქალთა ასოციაცია. 1634 წელს, ბიკენტი დეი პაოლის და ლუის დე მარიაკის ინიციატივით, ასოციაციის საფუძველზე შეიქმნა ქალთა კონგრეგაცია სახელწოდებით „მოწყალების ასულები“, რომლის წევრებიც ღარიბთა მსახურების აღთქმას დებდნენ. 1654 წელს კონგრეგაცია პაპმა ინოკენტი X-მ მოიწონა, 1655 წლიდან ქრისტიანული სიყვარულის ასულები, ან, როგორც მათ ზოგან უწოდებენ, გულმოწყალების დები, ლაზარელთა მთავარ ზემდგომს ექვემდებარებიან. დღეს კონგრეგაციის წევრები უმთავრესად საავადმყოფოებში და მოხუცებულთა თავშესაფრებში მოღვაწეობენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9