A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფუნ

ფუნდამენტალიზმი

Etym. ინგლ. სიტყვიდან fondamentalism
It. Fondamentalismo
ტერმინის სახელწოდება მომდინარეობს მცირე მოცულობის 12 ნაშრომისაგან შემდგარი სერიიდან „ფუნდამენტური პრინციპები, ჭეშმარიტების დამოწმება“ (ჩიკაგო, 1910-1912), რომელიც ა. კ. დიქსონისა და რ. ა. ტორის რედაქციით გამოიცა და XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ამერიკულ მოძრაობას ეძღვნება. ეს მოძრაობა, ბიბლიისადმი რადიკალური და აბსოლუტური ერთგულების სახელით, დაუპირისპირდა ბიბლიის მოდერნისტული და თავისუფალი განმარტების ტენდენციებს, რომლებიც დაადანაშაულა ქრისტიანული განმარტების არსებითი მოთხოვნილებების უგულებელყოფაში სამეცნიერო მეთოდთა სასარგებლოდ, რომელთა ეგზეგეტიკაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბიბლიის უმცდომლობის თეზისის შემოთავაზებით მოძრაობამ ხელახლა დაამკვიდრა მისი ზეშთაგონებული ხასიათის თეზისი. დღეს ტერმინი ფუნდამენტალიზმი აღნიშნავს, აგრეთვე, ისლამურ მოძრაობებსა და ჯგუფებს, რომლებსაც რელიგიურ თუ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში განსაკუთრებულებად შეუვალი კონსერვატიზმი ახასიათებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9