A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქაა ქად ქალ ქან ქარ

ქალწულთა ორდენი

It. Vergini, ordine delle
პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში იყვნენ ქალები, უმთავრესად ქვრივები, რომლებიც ლიტურგიულ და ღმრთისმოსავ საქმიანობას ეწეოდნენ და უბიწო ცხოვრების ვალდებულებას იღებდნენ. ამჟამინდელი კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, დღესაც შესაძლებელია, უბიწო პიროვნებებმა პირადად მიუძღვნან თავი ღმერთს, იცხოვრონ ცალკე ან ოჯახში და ემსახურონ ეკლესიას ქრისტესთან თავიანთი მისტიკური ქორწინების მეშვეობით (CIC, კან. 604). ამ უმანკო ადამიანების ერთობლიობა ქმნის სწორედ ქალწულთა ორდენს. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან შეკავშირება საკუთარი განზრახვის დაცვისა და ეკლესიისადმი მსახურების საქმეში ურთიერთდახმარების მიზნით, თუმცა ეს არ შეადგენს მათი სტატუსის აუცილებელ ელემენტს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9