A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცდუ

ცდუნება

Etym. ქრისტიანული ლათ. scandalum, ნაწარმოებია ბერძნულიდან skándalon „ტყუილი“
It. Scandalo
დამოკიდებულება ან ქცევა, რომელიც სხვებს ბოროტების ჩადენისაკენ უბიძგებს. ეს მძიმე დანაშაულია, თუკი თავისი ქმედებით ან უმოქმედობით მისი გამომწვევი განზრახ წააქეზებს სხვა ადამიანებს სერიოზული შეცდომის ჩადენისაკენ. ეს ქმედება განსაკუთრებულ სიმძიმეს იძენს მისი ჩამდენის ძალმოსილების ან ქმედების მსხვერპლის სისუსტის მიზეზით. ქრისტემ ამასთან დაკავშირებით ამგვარი კრულვა წარმოთქვა: „ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ“ (მათ. 18:6). ცდუნება მძიმეა, თუკი მისი გამომწვევი პირის მოვალეობა აღზრდა და სწავლებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს კანონმა ან ისტიტუციამ, მოდამ ან საზოგადოებრივმა აზრმა (შდრ. CCC, 2284-2287).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9