Etym. ლათ. censura „ცენზორის კაბინეტი“ ცენზორი იყო რომაელი მოსამართლე, რომელსაც მოქალაქეების ცენზთა (გადასახადთა) კონტროლი, ხოლო მოგვიანებით - მოქალაქეთა საქციელის შესწორება და დასჯა ევალებოდა. თანამედროვე მეტყველებაში ცენზურა ზეპირად, წერილობით თუ რამე სხვა საშუალებით საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აღნიშნავს. კანონიკურ ტერმინოლოგიაში ცენზურა ეკლესიის მიერ მონათლული ადამიანისათვის დაწესებულ გამაჯანსაღებელ (გამოსწორებისკენ მიმართულ) სანქციას (CIC, კან. 1331-1335) ეწოდება. ამგვარი სანქციებია განკვეთა, უფლების ჩამორთმევა და აკრძალვა. ეს უკანასკნელი მხოლოდ სამღვდელოებასთან მიმართებაში გამოიყენება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4