A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცვი

ცვინგლიელობა

It. Zwinglianesimo
ციურიხელი რეფორმატორის, უ. ცვინგლის (1484-1531) მოძღვრება, რომელიც მკაცრ რაციონალისტურ ჰუმანიზმად მიიჩნევა. ცვინგლი უმთავრესად ცნობილია იმით, რომ უარყოფდა ევქარისტიაში ქრისტეს რამე ფორმით თანასწრებას. მარბურგის კრებაზე (1529) ეს საკითხი ლუთერთან მისი შეთანხმების დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა. ცვინგლის ნააზრევი ავტორის სიკვდილის შემდეგაც (მოაზროვნე კაპელის ბრძოლაში მოკლეს) ინარჩუნებს გავლენას. ამის დასტურია გერმანულენოვან რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიაში გავითარებული რეფორმირებული კონფესიონალიზმის ფორმა, რომლის პრინციპებიც შორდება როგორც ლუთერელობას, ისე კათოლიკურ რეფორმას. ამ მიმდინარეობას წარმოადგენენ ცვინგლის ციურიხელი თანამშრომელი ლეო იუდი (†1542), ბაზელელი რეფორმატორი და ჰუმანისტი იოჰან ეკოლამპადიო (†1531), მისი მემკვიდრე ოსვალდ მიკონიუსი (†1552) და, უმთავრესად, ცვინგლის ციურიხელი მემკვიდრე ჰაინრიხ ბულინგერი (†1575). მათი ერთობლივი შრომის შედეგია 1536 წლის „პირველი შვეიცარიული აღსარება“ (Confessio Helvetica prior), რომელმაც გერმანული შვეიცარიის სარწმუნოებრივი მიმართულება განსაზღვრა. მომდევნო დოკუმენტი, Confessio Helvetica posterior (1566), წარმოადგენს ბულინგერის მიერ თავდაპირველად ცალკე გაკეთებულ რედაქციას, რომელმაც შემდეგ, 1566 წელს პალატინატში ოფიციალური სახე მიიღო და ამ ფორმით იქცა რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სარწმუნოებრივ დოკუმენტად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9