A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ციბ ცის

ციბორიუმი

Etym. ლათ. ciborium, ნაწარმოებია ბერძ. სიტყვიდან kibórion „ეგვიპტური ცერცვის ნაყოფი“, საიდანაც მომდინარეობს „ორსახელურიანი თასი ან ჭურჭელი“
It. Ciborio
ოთხ ბოძზე დაყრდნობილი რკალისებრი გადახურვა, რომელიც საკურთხევლის თავზეა მოთავსებული. ადრექრისტიანული ეკლესიებისათვის დამახასიათებელი ეს არქიტექტურული ელემენტი რომაული სამყაროდანაა ნასესხები, ბაროკოს ეპოქაში მან კვლავ დაიბრუნა პოპულარობა. ცენტრალური ადგილი უკავია პრესბიტერიუმში (მღვდლის სამყოფელში), მუდამ მზადდებოდა ძვირფასი მასალისაგან, გამოჩენილ ოსტატთა მიერ. აღსანიშნავია არნოლფო დი კამბიოს მიერ შექმნილი ციბორიუმები რომში, წმიდა პავლეს ბაზილიკაში გალავანს მიღმა (1285) და ტრასტევერეს უბანში მდებარე წმიდა ცეცილიას ტაძარში (1293). აგრეთვე, სახელგანთქმულია ბერნინის მიერ შექმნილი ციბორიუმი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, სახასიათო ბალდაქინით (1624-1633).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9