A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცოდ

ცოდვა

It. Peccato
L. peccatum
ცოდვის რაობა სრულად მხოლოდ ღმრთაებრივი გამოცხადების შუქზეა გასაგები; თუ ადამიანთა მიმართ ღმრთის განზრახვა გვესმის, გასაგები ხდება, რომ ცოდვა არის იმ თავისუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც ღმერთმა მის მიერ შექმნილ ადამიანებს უბოძა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვა ნებაყოფლობითი შეცდომაა გონების, ჭეშმარიტების, სინდისის წინაშე. ესაა ღმრთისა და მოყვასის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულის დარღვევა, შედეგად არასწორი მიმხრობისა იმისადმი, რაც სიკეთის სახით წარმოუდგება ადამიანს. ცოდვა ღმრთის წინააღმდეგ ილაშქრებს ქრისტეს მორჩილების საწინააღმდეგო დაუმორჩილებლობის სახით. ადამიანმა შეიძლება შესცოდოს ფიქრით, სიტყვით, საქმით ან დაუდევრობით. თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, ცოდვა შეიძლება იყოს მისატევებელი ან მომაკვდინებელი. მომაკვდინებელი ცოდვა ღმრთის კანონის დარღვევის მიზეზით ადამიანის გულში კაცთმოყვარეობას ანადგურებს; ის აცილებს ადამიანს ღმერთს, რომელიც მისი საბოლოო მიზანი და ნეტარებაა და ღმერთზე ნაკლები სიკეთისადმი უპირატესობის მინიჭებისაკენ უბიძგებს მას. Mმისატევებელი ცოდვა არ ანადგურებს კაცთმოყვარეობას, თუმცა ზიანს აყენებს მას. ცოდვა მომაკვდინებლადაა მიჩნეული, თუ სახეზეა სამი პირობა: „ცოდვის საგანი მძიმეა, ამასთან ცოდვა ჩადენილია სრულიად შეგნებულად და ნებაყოფლობით“ (იოანე პავლე II, Reconciliatio et paenitentia, 17). მისი შედეგია კაცთმოყვარეობისა და წმიდამყოფი მადლის დაკარგვა. თუკი ასეთი ცოდვა არაა გამოსყიდული მონანიებითა და ღმრთის პატიებით აღსარების საიდუმლოს მეშვეობით, მას შედეგად მოჰყვება ქრისტეს სასუფევლიდან განდევნა და ჯოჯოხეთში მარადიული სიკვდილი. მისატევებელი ცოდვა კი კაცთმოყვარეობის მეშვეობით გამოსწორებად ზნეობრივ უწესრიგობას წამოადგენს (CCC, 383-387; 1846-1876).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9