A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბოგ ბოლ ბონ ბოჰ

ბოგომილები

It. Bogomili
ქრისტიანული ერეტიკული სექტა, რომელიც X საუკუნეში ბულგარეთში მღვდელმა ბოგომილმა დააარსა. ბოგომილები („ღმრთის მეგობრები“) ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დუალიზმს იცავდნენ, რომლის თანახმად, ღმერთმა მხოლოდ სულიერი არსებანი შექმნა, მატერია კი ეშმაკის შექმნილია. ამ დებულებაზე დაყრდნობით ბოგომილები მისდევდნენ მკაცრ ზნეობრივ წესებსა და ხისტ ასკეტიზმს, რის საფუძველზეც უარყოფდნენ ყოველივე იმას, რაც დაკავშირებული იყო სხეულთან და ზოგადად, მატერიასთან. ბულგარეთიდან განდევნილი ბოგომილები ბოსნიაში დამკვიდრდნენ და ოსმალთა შემოსევამდე გარკვეული წარმატებით სარგებლობდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9