A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბოგ ბოლ ბონ ბოჰ

ბოჰემიელი ძმები

It. Fratelli boemi
რელიგიური საკრებულო (ეწოდება აგრეთვე Unitas fratrum), რომელიც XV საუკუნეში, ჰუსიტთა ეკლესიისაგან გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. საკრებულოს წევრები ბიბლიურ მცნებათა (განსაკუთრებით, იესოს მთაზე ქადაგების) შესატყვისად ცხოვრებას ესწრაფვიან, უარს აცხადებენ სამხედრო და სახელმწიფო სამსახურსა და ფიცზე. საკრებულოს გამოჩენილი წარმომადგენელი იყო ლუკა პრაჰელი (†1528). ბოჰემიელი ძმები თანაუგრძნობდნენ ლუთერის იდეებს და ურთიერთობა ჰქონდათ ლუთერული რეფორმის წარმომადგენლებთან. ლუკა პრაჰელის გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ევანგელიკური ეკლესია, რომელშიც ლუთერულ და კალვინურ იდეათა გავლენა შეიმჩნევა. ჩეხური ეროვნული კულტურის მატარებელმა ბოჰემიელმა ძმებმა, იმპერატორ ფერდინანდის დროს, 1546 წლის შმალკალდის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ დევნა განიცადეს და პოლონეთს შეაფარეს თავი. 1575 წელს ლუთერელებთან ერთად მათ ხელი მოაწერეს „ბოჰემიურ მრწამსს“, რომელიც დღესაც წარმოადგენს ბოჰემიური ევანგელიკური ეკლესიის საფუძველს. 1781 წლამდე ბოჰემიელ ძმათა საკრებულო ნახევრად იატაკქვეშა მოღვაწეობას ეწეოდა. 1918 წელს, ჩეხოსლოვაკეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად, ბოჰემიელი ძმები (რომელთაც, აგრეთვე, „მორავიელ ძმებსაც“ უწოდებენ) „ბოჰემიელ ძმათა ევანგელიკურ ეკლესიად“ ჩამოყალიბდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9