Etym. ბერძნ. Kýrios; სეპტუაგინტაში გადმოცემულია ტეტრაგრამით Jhwh (ნ. იაჰვე) და, აგრეთვე, ტერმინით ადონაი „უფალი“ იქცა ისრაელის ღმრთის, მისი უზენაესობის აღსანიშნავ ყველაზე გავრცელებულ ფორმად: იგია უფალთ უფალი (რჯლ. 10:17). ახალ აღთქმაში ტერმინი „უფალი“ გამოიყენება არა მხოლოდ მამა ღმრთის, არამედ, აგრეთვე, იესოს აღსანიშნავადაც: „იესო უფალია“ (რომ. 10:9; 1 კორ. 12:3; კოლ. 2:6), რითაც მისი ღმრთაებრიობაა აღიარებული (შდრ. CCC, 446-451).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4