Etym. ლათ. praeter + natura „ბუნების მიღმა“ ყოველივე ის, რაც არ განეკუთვნება ადამიანის ბუნებას (ანუ მის მიღმა დგას). ბუნებრივსმიღმიერი ნიჭები ეწოდება ღმრთის მიერ პირველი ადამიანებისთვის პირველქმნილ ცოდვამდე ბოძებულ ნიჭებს (მაგალითად, უკვდავება, ფიზიკური სიჯანსაღე და სხვ.), რომლებიც ადამიანის პირველი შეცოდების შედეგად დაიკარგა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4