A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

გალიკანობა

Etym. ფრანგ. gallicanisme, რაც ნაწარმოებია ლათინურიდან გალლიცანუს „გალიური“
It. Gallicanesimo
საფრანგეთის ლათინური სახელწოდება. თეოლოგიური თვალსაზრისით, გალიკანიზმი აღნიშნავს დებულებათა კომპლექსს, რომლებიც ფრანგული ეკლესიის, როგორც კრების მიერ მართული და პაპისაგან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის მქონე ეროვნული ეკლესიის, თავისუფლებას ამტკიცებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, გალიკანობა აღიშნავს საფრანგეთის სახელმწიფოს პრინციპულ დაპირისპირებას პაპთა კურიალიზმთან და ცენტრალიზმთან. გალიკანობის იდეათა დამკვიდრება XII საუკუნიდან დაიწყო, როდესაც საფრანგეთის ეკლესიამ სულ უფრო მკვეთრად გაუსვა ხაზი საკუთარ ავტონომიას, რაც რომისგან დამოუკიდებლობას გულისხმობდა. მონარქიასა და პაპის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა ბონიფაციუს VIII-ისა (†1303) და ფილიპე IV-ის დროს. პ. დიუბუასა (დაახლ. †1321) და იოანე პარიზელის (†1306) რანგის იურისტთა მხარდაჭერით, მეფემ შეძლო პაპის მიმართ თავისი პოზიციის გამყარება. გალიკანური თეორიის პირველ კონკრეტულ გამოხატულებად იქცა ბურჟეს „დასტურის ედიქტი“ (1438), რომელსაც სახელმწიფო კანონის ძალა მიენიჭა. გალიკანობას პირველი მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა 1801 წლის კონკორდატმა პიუს VII-სა და ნაპოლეონს შორის, ხოლო, როგორც თეოლოგიური დებულება, ის საბოლოოდ ვატიკანის I კრებამ დაამარცხა პაპის იურისდიქციის პრიმატისა და უცდომლობის მოძღვრების საშუალებით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9