Etym. ლათ. claustrum „ჩაკეტილი ადგილი“ მონასტრის ან სავანის კოლონადით გარშემორტყმული შიდა ეზო. ძველად სიტყვა აღნიშნავდა მონასტრის გალავანს, რომლის გარეთ გასვლაც ზემდგომის ნებართვის გარეშე მონაზვნებს ეკრძალებოდათ. შამონასტრო შენობებში კოლონადიანი შიდა ეზოს მოწყობის იდეა სამონაზვნო ცხოვრების პრაქტიკული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დაიბადა: კერძოდ, მონაზონთათვის, რომელთაც დღისით და ღამით ხშირად უწევდათ ეკლესიაში თავშეყრა, ის უფრო სწრაფად გადაადგილებისა და უამინდობისაგან დაცვის საშუალებად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4