A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

გამართლება

It. Giustificazione
L. iustificatio
აქტი, რომლითაც ღმერთი ცოდვილ ადამიანს ანიჭებს თავის სიყვარულსა და მადლს (რომელთა სამყაროში არსებობა და ქმედითობა ქრისტეს ძალამ განაპირობა) და რომლითაც ადამიანი იღებს ამ ნიჭებს ღმრთისადმი სიყვარულით, რაც მას ცოდვილიდან მართლად აქცევს. ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში პელაგიანელობა ფაქტობრივად დაუპირისპირდა გამართლების დოქტრინას, რაკი, პელაგიანელობის თანახმად, ადამიანს მადლი არა კეთილად მოქცევისათვის, არამედ მხოლოდ ქმედებათა გასაადვილებლად ესაჭიროება. ამ თეორიის თანახმად, ყველაფერი თავად კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა გამართლების ყველაზე მკვეთრი კრიტიკით ლუთერი გამოვიდა. რომაელთა მიმართ წმიდა პავლეს წერილის ცოტა ნაძალადევი ინტერპრეტაციის საფუძველზე ლუთერი ამტკიცებდა, რომ ადამიანი მხოლოდ „რწმენის მეშვეობით“ გადარჩება, რადგან თავად გამართლების დამსახურება არ ძალუძს. ტრიდენტის კრებაზე კათოლიკურმა თეოლოგიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ გამართლება მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი და რომ ღმრთის წინაშე ადამიანთა ქმედებებს იესოს დამსახურება ანიჭებს მნიშვნელობას. მართლაც, წმიდა პავლე ამტკიცებს, რომ „ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენას“ (გალ. 5:6).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9