A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

გამოცხადება

Etym. ლათ. rivelatio (ზმნიდან revelare „საბურველის მოშორება“)
It. Rivelazione
ქრისტიანობაში გამოცხადება აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანის წინაშე თავის გამოვლინებას. ღმერთმა სიყვარულით წარმოაჩინა საკუთარი თავი ადამიანის წინაშე და ამგვარად გასცა პასუხი ცხოვრების არსისა და მიზნის თაობაზე მის შეკითხვებს. ადამიანის წინაშე ღმრთის წარმოჩენა თანდათან ხდებოდა, ქმედებათა და სიტყვათა მეშვეობით (შდრ. ებრ. 1:1- 4), ხოლო სრულად ღმერთი თავისი ძის განკაცებაში (შდრ. ებრ. 1:1-4) გამოეცხადა ადამიანებს. ღმრთის ძე მამა ღმრთის გადამწყვეტი სიტყვაა და მის შემდეგ სხვა გამოცხადება აღარ მოხდება (შდრ. CCC, 50-73). იესო ქრისტეს გამოცხადება სამოციქულო ტრადიციისა და საღმრთო წერილის მეშვეობით ეკლესიას მიენდო (DV, 10), რათა ეკლესიამ თავად შეძლოს გამოცხადების სულ უფრო ღრმად წვდომა, სულ უფრო სრულად განცდა და თითოეული ადამიანისათვის მისი გადაცემა, მათ სახსნელად (შდრ. CCC, 74-100).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9