A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

განგება

Etym. ლათ. providentia სიტყვასიტყვით „განჭვრეტა“, „წინდახედულობა“
It. Provvidenza
ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ღმრთის კეთილგანწყობილ ქმედებას, რომლითაც იგი ისტორიასა და ბუნებრივ მოვლენებს წარმართავს და ყველა ქმნილებას საკუთარი საბოლოო მიზნისაკენ უძღვება. სახარებაში იესო მოუწოდებს თავის მოწაფეებს, მტკიცედ ირწმუნონ მამა ღმრთის განგება, რომელიც ასაზრდოებს ცის ფრინველებსა და ველის შროშანებს (მათ. 6:25-34; ლუკ. 12:22-31). ცხადია, ღმრთის განგება არ აუქმებს ადამიანის ქმედებას, მეტიც, ადამიანი მოხმობილია ღმრთის ქმედებასთან თავისუფალი თანამშრომლობისაკენ. ამავე დროს, განგება არ სპობს ფიზიკურსა თუ ზნეობრივ ბოროტებას, თუმცა სარწმუნოება ადამიანს აძლევს იმის უეჭველობას, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ბოროტების არსებობას, იმავე ბოროტებიდან სიკეთე რომ არ მომდინარეობდეს, იმ გზებითა და ხერხებით, რომლებიც მხოლოდ მარადიულ სიცოცხლეში გახდება ცნობილი (შდრ. CCC, 302, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9