It. Teologia della liberazione ცალკეულ თეოლოგიათა შთამაგონებელი პროგრამა ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება მეტისმეტად თვალსაჩინოა (ლათინური ამერიკა). აზროვნების ეს მიმართულება განმტკიცდა აგრეთვე რასიზმის (ამერიკის შეერთებული შტაები, სამხრეთ აფრიკა) და ქალთა მოძრაობების კონტექსტში, რომელთაც მასკილისტური კულტურისაგან გათავისუფლების სწრაფვა ახასიათებს. განთავისუფლების თეოლოგიის ცალკეული გამოხატულებები იერარქიასთან კონფლიქტში აღმოჩნდა. სარწმუნოების კონგრეგაციამ ამასთან დაკავშირებით ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა: დარიგება „განთავისუფლების თეოლოგიის“ ცალკეულ ასპექტებზე (1983 წლის 6 აგვისტო) და დარიგება ქრისტიანულ თავისუფლებასა და განთავისუფლებაზე (1986 წლის 22 მარტი), რომლებიც ავსებს ერთმანეთს. უფრო ზუსტი იქნებოდა მსჯელობა განთავისუფლების თეოლოგიებზე, რადგანაც ეს სახელწოდება აერთიანებს არაერთ მიმდინარეობასა და პოზიციას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4