A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

განკვეთა

Etym. ლათ. excommunicare „(მორწმუნეთა) გარიცხვა ზიარებიდან“
It. Scomunica
პირველი და ყველაზე მძიმე გამაჯანსაღებელ სასჯელთაგან, რომლებსაც ეკლესია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის აწესებს (აპოსტაზია, ერესი, სქიზმა, აბორტი...). განკვეთა გულისხმობს მორწმუნის გარიყვას საეკლესიო თანაზიარების სისრულიდან, რითაც ის მოკლებულია სულიერ სიკეთეს და შეზღუდულია უფლებებში. განკვეთილს არ შეუძლია:
ა) მონაწილეობა მღვდელმსახურის სტატუსით საჯარო კულტის არც ერთ აქტში;
ბ) საიდუმლოთა აღსრულება ან მიღება;
გ) საეკლესიო მოვალეობათა, მსახურებათა აღსრულება და მმართველი აქტების გამოცემა, რომლებიც, მის მიერ მათი გამოცემის შემთხვევაში, არაკანონიერად გამოცხადდებოდა (CIC, კან. 1331, ნაწ. 1).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9