Etym. ლათ. ზმნიდან discernere „დანახვა“ გარჩევა ეწოდება იმ იმპულსთა და მოტივაციათა ყურადღებით განხილვას, რომლებიც განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღებას განაპირობებს, იმგვარად, რათა შესაძლებელი იქნეს ღმრთის მითითებების (რომლებიც ქრისტესა და ეკლესიაში ცხადდება) ადამიანურ ინსტინქტთაგან ან ღმრთის სულის საწინააღმდეგო ბოროტი ძალების ბიძგთაგან განსხვავება. გარჩევა, როგორც რწმენასა და ღმერთთან და სხვა ადამიანებთან ერთიანობაში წინსვლის შედეგი, აგრეთვე არის განსაკუთრებული ქარიზმა (1 კორ. 12:10), რომელსაც ფლობენ მცირენი ყველას სასარგებლოდ (სულთა გარჩევა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4