Etym. გვიანლათ. sequela, ნაწარმოებია სიტყვიდან sequi „გაყოლა“, „მიდევნება“ ბიბლიურ განზომილებაში გამოხატავს მორჩილების დამოკიდებულებას, რომელიც სიმბოლურად ღმრთის გაყოლით გადმოიცემა (დაბ. 5:22.24; 6:9; 17:1). მოციქულები და მოწაფეები პირდაპირი მნიშვნელობით გაჰყვნენ იესოს მისი მოხმობის თანახმად (მათ. 8:19, შმდ; 10:37, შმდ.; 19:16-22; მარკ. 1:17, შმდ.; 2:14; ლუკ. 14:26). ყველა ქრისტიანი მოხმობილია, გაჰყვეს ქრისტეს, მიიღოს მისი სიტყვები (იოან. 8:12; 10:4), მიჰბაძოს მის ქცევას (რომ. 8:29; 1 პეტრ. 2:21) მსხვერპლშეწირვამდე (მათ. 16:24; იოან. 13:36) და მიენდოს მას სრული რწმენით (იოან. 4:42; 6:67, შმდ.; 8:31; 11:44-50).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4