Etym. ებრ. ghê Hinnom, შემდეგ არამ. ghê Hinnam, რომელმაც ლათინურში მიიღო ფორმა Gehénna ან Geénna იერუსალემის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველი. ძველად აქ მდებარეობდა ღმრთაება მოლოხის კულტი, რომელსაც ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ მიზეზით ოსიამ ის შეაბღალინა – მასზე ძვლები მიმოაპნია. შემდეგ ეს ველი იერუსალემის ნაგავსაყრელად იქცა და აქ მუდამ ენთო ცეცხლი, რომელიც ღმრთის სამსჯავროს სიმბოლოდ და ჯოჯოხეთის - ტანჯვის, ცეცხლისა და სიკვდილის ადგილის – განსახიერებად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4