A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეე გეთ გელ გენ

გელასისეული კონდაკი

It. Gelasiano, sacramentario
ამგვარად ეწოდება VII საუკუნის ხელნაწერ კოდექსს Reginensis Latinus 316, რომელიც ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. როგორც ყოველი კონდაკი, ეს წიგნი ევქარისტიისა და სხვა მსახურებათა აღმსრულებლისათვის განკუთვნილ ფორმულებს შეიცავს. კოდექსი სამ წიგნადაა დაყოფილი:
ა) საგანგებო დრო (შობიდან) და ცალკეული წესები (სამღვდელმსახურებო და სადიაკვნო ხელდასხმა, კათაკმეველობა, მონანიება, ნათლისღება, ეკლესიის მიძღვნა, მცირე წესები, ქალწულთა კურთხევა);
ბ) ლოცვები და ვედრებანი შობის ჟამისათვის;
გ) ლოცვები და ვედრებანი კანონებით კვირადღეებისათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9