A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გეე გეთ გელ გენ

გენერალი

Etym. ლათ. სიტყვიდან generalis
It. Generale
გენერალი ანუ უმთავრესი წინამძღვარი (ეწოდება, აგრეთვე, უმთავრესი წარმმართველი, CIC, კან. 625) სამოწესეო ორდენის ან კონგრეგაციის უმაღლესი ავტორიტეტია, უმთავრესი ეგრეთ წოდებულ მთავარ წინამძღვართაგან. კანონიკური სამართლის მითითებათა თანახმად (CIC, კან. 617-630), იგი უნდა იყოს მინიმუმ ორმოცი წლის და ათი წელი მაინც უნდა ეწეოდეს სამოწესეო საქმიანობას ინსტიტუციაში. მას ირჩევს კაპიტულუმი წინასწარ განსაზღვრული ვადით, გამონაკლისს წარმოადგენს ცალკეულ ინსტიტუციათა დებულებებში არსებული სხვაგვარი მითითებანი. ქალთა სამოწესეო ინსტიტუტთა წინამძღვარს უმაღლესი გენერალი ან დედა გენერალი ეწოდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9