A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შვე

შვეიცარიული გვარდია

It. Guardia svizzera
შვეიცარიელ ჯარისკაცთა ნაწილი, რომელიც ვატიკანის სახელმწიფოს ემსახურება და რომელსაც პაპის დაცვა, სამოციქულო სასახლისა და ვატიკანის გარე შესასვლელთა კონტროლი ევალება. XIV საუკუნიდან წმიდა საყდრის სამსახურში მრავალი შვეიცარიელი იყო, მუდმივმოქმედი და ჩამოყალიბებული შენაერთის შექმნის იდეა კი პაპ გვიდო II-ს ეკუთვნის. 1506 წლის 21 იანვარს პაპმა პირველი 150 შვეიცარიელი ჯარისკაცი აკურთხა, რომლებმაც ვატიკანში დაიწყეს სამსახური. 1976 წელს დამტკიცებული რეგლამენტით პავლე VI-მ შენაერთის 90-კაციანი შემადგენლობა დაამკვიდრა: 4 ოფიცერი, 1 კაპელანი, 23 უნტერ-ოფიცერი, 60 შუბნაჯახით შეიარაღებული ჯარისკაცი და 2 მედოლე. 1979 წელს იოანე პავლე II-მ შუბნაჯახის მტვირთავთ რაოდენობა 70-მდე გაზარდა, რის შედეგადაც შვეიცარიული გვარდიის შემადგენლობა 100 კაცს ითვლის. შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები დღემდე ატარებენ განსაკუთრებულ სამოსელს, რომლის ავტორადაც მიქელანჯელოა მიჩნეული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9