A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გლა

გლახაკთა ორდენები

It. Ordini mendicanti
რელიგიური ორდენები, დაარსებული უმკაცრესი საზოგადო და პიროვნული სიღატაკის იდეალის განსახორციელებლად. ვიწრო გაგებით გლახაკთა ორდენებია: ფრანცისკელთა, დომინიკელთა, ავგუსტინელ განდეგილთა და კარმელელთა. მათი აღმოცენება სიღატაკის მოძრაობებს უკავშირდება. გლახაკთა ორდენები უარს აცხადებდნენ საზოგადო სიკეთის ფლობაზე, მათი საარსებო წყარო იყო ორდენის წევრთა შრომის ნაყოფი და მიღებული შესაწირავი (ამიტომაც ეწოდებოდათ მათ გლახაკები, მთხოვნელნი). სამონასტრო ორდენთაგან განსხვავებით, ისინი არ იცავდნენ უცვლელი ადგილის წესს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9