A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გნო

გნოსისი/გნოსტიციზმი

Etym. ბერძ. gnostikós, ზედსართავის ფორმა სახელიდან gnósis „შემეცნება“
It. Gnosi/gnosticismo
ფართო მოძრაობა, რომელიც ფილოსოფიურ, თეოსოფიურ, მისტიკურ, რელიგიურ და სხვა ელემენტებს მოიცავს. წარმოშობით ქრისტიანობამდელი ეს მოძრაობა ქრისტიანულ ხანაში ერესად ჩამოყალიბდა, როგორც მცდელობა, იმისა, რომ მკაცრად სუბიექტური ხედვით ხსნა დაყვანილ იქნას ადამიანის – სამყაროში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკლის – გადარჩენამდე გნოსისის მეშვეობით, რაცაა შემეცნება ადამიანის ნამდვილი ზეციური არსებისა და გადამრჩენელ-გამომცხადებლის მიერ მისთვის დასახული გზისა. 1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9