A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოლ გომ

გომარიზმი

It. Gomarismo
ჰოლანდიური კალვინელობის თეოლოგიური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც პროტესტანტი თეოლოგის, ფრანც გომარის (1565-1641) სახელიდან მომდინარეობს. იაკობ ჰარმინიუსის საპირისპიროდ, გომარი წინასწარგანსაზღვრულობის მკაცრი განმარტების მომხრე იყო. ეს განმარტება გულისხმობდა, რომ თავისი ღმრთაებრივი ყოვლისშემძლეობის განსამტკიცებლად ღმერთმა ჯერ კიდევ ადამის მიერ პირველი ცოდვის ჩადენამდე განსაზღვრა ადამიანთა ბედი. გომარის მომხრეთა მოძრაობა ნამდვილ თეოლოგიურ-პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელსაც, აგრეთვე, „მოწინააღმდეგეთ“ უწოდებდნენ, რაც მათი მოძღვრების ჰარმინიზმის დებულებებთან დაპირისპირებაზე მიუთითებს. გომარისტებმა მიაღწიეს კიდეც ჰარმინელთა დაგმობას დორდრეხტის ეროვნულ კრებაზე (1618-1619).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9