It. Graduale, libro liturgico შეიცავს წირვის მონაცვლე საგალობლებს, ანუ ინტროიტს (შესავალი ანტიფონი), გრადუალს, ალელუიას მუხლთან ერთად (დიდმარხვის დროს კი – ნაწყვეტს სახარებიდან), შეწირულობისა და ზიარების შესატყვის საგალობლებს გრიგორიანული მელოდიების თანხლებით. Graduale romanum „შესაბამისად გამოიყენება იმ ეკლესიებში, რომლებსაც აქვთ სათანადო ტექნიკური დონის მგალობელთა სკოლა ყველაზე კაზმულ მელოდიათა შესასრულებლად“ (Graduale romanum, Praenotanda, n.2, ed. typ., altera, Vat., 1975, p. VII). ხოლო Graduale simplex წარმოადგენს კრებულს „უფრო მარტივი საგალობლებისა, რომლებიც განკუთვნილია მცირე ზომის ეკლესიებში შესასრულებლად, სადაც შედარებით რთულია Graduale romanum-ის კაზმულ მელოდიათა შესრულება“ (იქვე, ნ. 2, VIII).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4