A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი

გრიგოლისეული (გრიგორიანული)

It. Gregoriano
ყოველივე, დაკავშირებული სახელ გრიგოლის მატარებელ პაპთან:
ა) გრიგოლის (გრიგორიანული) გალობა; რომაული წესის ლიტურგიული გალობა; მისი სახელწოდება მომდინარეობს წმიდა გრიგოლ დიდის (540-604) სახელიდან, თუმცა სწავლულებს სხვადასხვა ჰიპოთეზა აქვთ ამასთან დაკავშირებით;
ბ) გრიგოლის რეფორმა: ეკლესიასა და სამღვდელოებაში გრიგოლ VII-ის (დაახლ. 1020-1085) მიერ გატარებული რეფორმები, იმპერიულ ძალაუფლებასთან მიმართებაში მაქსიმალური საეკლესიო თავისუფლების (libertas Ecclesiae) მიღწევის მიზნით;
გ) გრიგოლის (გრიგორიანული) კალენდარი: პაპ გრიგოლ XIII-ის (1502-1585) დავალებით ლუიჯი ლილიოს მიერ რეფორმირებული იულიუსის კალენდარი, რომელიც 1561 წლიდან შევიდა ძალაში და დღესაც მოქმედებს;
დ) გრიგოლის წყალი;
ე) გრიგოლის (გრიგორიანული) წირვები; ასე ეწოდება ოცდაათ წირვას, რომელიც თანმიმდევრობით ოცდაათი დღის განმავლობაში სრულდება გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად; მათ დამკვიდრებას დასაბამი მისცა გრიგოლ დიდის მიერ თავის დიალოგებში (IV, 57,13-15) მოთხრობილმა შემდეგმა ფაქტმა: მოწესე იუსტოსი (Giusto), გარდაცვლილი ჩელიოს მონასტერში, სალხინებლის ტანჯვათაგან გათავისუფლდა ოცდაათი წირვის დასრულებისთანავე, რომელნიც მისთვის იმხანად მონასტრის წინამძღვარმა, წმიდა გრიგოლმა აღავლენინა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9