A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი

გრიგოლისეული რეფორმა

It. Riforma gregoriana
კათოლიკე ეკლესიის რეფორმის მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც პაპ გრიგოლ VII-ის სახელს (საერო სახელი ჰილდებრანდ სოანელი, 1020-1085) უკავშირდება. 1073 წელს პაპის ტახტზე ასულმა გრიგოლმა პოლიტიკურ-საეკლესიო რეფორმა გაატარა, რომლის მთავარ მიზანსაც შეადგენდა libertas ecclesiae, ანუ ეკლესიის გათავისუფლება ნებისმიერი ჩარევისაგან. ამგვარად, ის შეეწინააღმდეგა მეფეთა, მთავართა და დიდებულთა მხრიდან ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნას (საერო ინვესტიტურა) და ამ საეკლესიო წოდებათა მინიჭების ბოროტად გამოყენებას (სიმონია). პაპი, ამავე დროს, შეებრძოლა ნიკოლოზელობას და მტკიცედ იცავდა ეკლესიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას, მეტიც, აცხადებდა, რომ ადამიანში სულის სხეულზე ბატონობის მსგავსად, ეკლესიაც სახელმწიფოზე უნდა ყოფილიყო აღმატებული (პაპის მონარქიის ერთგვარი სახეობა). ეს იდეები პაპის ხელისუფლებასა და იმპერიას შორის მწვავე კონფლიქტის საფუძვლად იქცა, რომელსაც „ინვესტიტურათა ბრძოლა“ ეწოდა. მისი გადაწყვეტა მხოლოდ მოგვიანებით, ვორმსის კონკორდატის მეშვეობით (1122) მოხერხდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9