It. Opere di misericordia მოყვასის მიმართ გულმოწყალე ქმედებები, რომელთა მეშვეობითაც ქრისტიანი ახორციელებს იესოს სწავლებას: „იყავით გულმოწყალენი, ისევე, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკ. 6:36). გულმოწყალების საქმენი ხორციელ და სულიერ ქმედებებად დაიყოფა.
პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა) მშიერთა დაპურება;
ბ) მწყურვალთა წყურვილის მოკვლა;
გ) შიშველთა შემოსვა;
დ) მგზავრთა დაბინავება;
ე) ავადმყოფთა მონახულება;
ვ) პატიმართა მონახულება;
ზ) გარდაცვლილთა დასაფლავება.
სულიერ ქმედებათა რიცხვს კი განეკუთვნება:
ა) უცოდინართა სწავლება;
ბ) მერყევთათვის რჩევის მიცემა;
გ) მწუხარეთა ნუგეშისცემა;
დ) ცოდვილთა დარიგება;
ე) წყენათა პატიება;
ვ) აბეზართა მოთმინებით ატანა;
ზ) ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის ლოცვა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4