Etym. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“ არქიტექტურული სტრუქტურა (კამარა), აღმართული შენობის – უმთავრესად ეკლესიის – თავზე მისი გადახურვის მიზნით. აქვს მრუდე ზედაპირი, წრიული, კვადრატული ან მრავალკუთხა გეგმა. გუმბათის არქიტექტონიკული პრობლემის ცენტრალურობას გაესვა ხაზი აღორძინების ხანაში, რაც, აგრეთვე, ახლებურ გადაწყვეტათა შთამაგონებელ ბიძგად იქცა (ბრუნელესკის გუმბათები ფლორენციაში და მიქელანჯელოს მიერ შექმნილი რომის წმიდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათი).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4