A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დაბადება

Etym. ბერძნ. ghénesis „დაბადება“, „დასაბამი“
It. Genesi
ასე ეწოდა სეპტუაგინტაში ბიბლიის პირველ წიგნს. ტერმინი ამ წიგნის პირველი სიტყვის – bereshit, „დასაწყისი“ ებრაულიდან თარგმანია. ესაა ბიბლიის, ხუთწიგნეულის ან თორას დასაწყისი, ანუ დასაწყისი ღმრთის დიდი გამოცხადებისა, მოვლენათა და სიტყვათა იმ უწყვეტი ჯაჭვისა, რომელიცაა ხსნის ისტორია; ესაა სამყაროს შექმნაში ყოფნის დასაწყისი, ღმერთსა და ადამიანს შორის დიალოგის დასაწყისი, რომლის საბოლოო გამოხატულებად იქცევა იოანეს სახარების „დასაწყისში იყო სიტყვა“: ყოველივე ეს ბიბლიის პირველი წიგნის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ეს წიგნი არსებითად ერთი დიპტიქის ორი დაფისაგან შედგება. პირველი მათგანი პირველ თერთმეტ თავს მოიცავს და ადამის – ჩვენი პლანეტის ყველა დროისა და რელიგიის მოქმედი გმირის – პირველი ადამიანის ცხოვრებას აღწერს. პირველი დაფა ორ განსხვავებულ ლიტერატურულ ხერხს მოიცავს, ესენია გენეალოგია და თეოლოგიური თხრობა. იაჰვისტურ ტრადიციაში თხრობას ენიჭება უპირატესობა: შექმნა (თთ. 2-3), კაენის დანაშაული და დასჯა (თ. 4), დანაშაული და წარღვნით დასჯა (თთ. 6-8), ნოეს ძეთა დანაშაული და დასჯა (9:20-27), ბაბილონის გოდოლი და ენათა აღრევა (თ. 11). სამღვდელმსახურებო ტრადიციაში კი გენეალოგიები დომინირებს (ზეცისა და მიწის გენეალოგიები (თ. 1), გენეალოგია ადამიდან ნოემდე (თ. 5), მსოფლიო გენეალოგია (თ. 10), გენეალოგია სემიდან აბრაამამდე (11:10-26)). ისინი იდეალური ფუძემდებლისა და წინაპრის წარმოშობაზე დაყრდნობით მოხეტიალე ტომთა მიერ ისტორიის შექმნის სახასიათო საშუალებაა. ბუნებრივია, მთელი კაცობრიობის გენეალოგიის განხილვისას, წინაპარი მხოლოდ ადამი შეიძლება იყოს. ამგვარი თანმიმდევრული ჯაჭვის განსაზღვრა, ამავე დროს, რამე რეალობის დასაბამისა და, მაშასადამე, არსის აღწერისა და განმარტების მცდელობაა: სპეციფიურ ტერმინოლოგიაში ამას ეტიოლოგია ეწოდება. ესაა მიზეზთა ძიება, საგანთა დასაბამთან და მათ სიღრმისეულ, იდუმალ მნიშვნელობასთან მიბრუნება. ბიბლიის პირველი წიგნის მეორე დაფა 12-50 თავებს აერთიანებს და აბრაამისა და მის შთამომავალთა ისტორიის აღწერას ეძღვნება. აქ თხრობის თვალსაწიერი ვიწროვდება და მთელი კაცობრიობიდან ინაცვლებს ისრაელ ხალხსა და სარწმუნოების პირველ საწყისებზე. ესაა მოწოდება და რწმენის ნიჭის ბოძება პატრიარქებისადმი, ანუ სწორედ ის ძირი, საიდანაც განვითარდა ისრაელი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9