Etym. ლათ. impedimentum, მომდინარეობს ზმნიდან impedire „სვლაში დაბრკოლების შექმნა“ It. Impedimento (nel diritto canonico) ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს ნებისმიერ გარემოებას, რომელიც აფერხებს იურიდიული აქტის კანონიერ თუ სწორ აღსრულებას; ვიწრო მნიშვნელობით (ხელისშემშლელი დაბრკოლება) ესაა ნებისმიერი გარემოება, დაკავშირებული პიროვნებასთან (ასაკი, უკვე არსებული საქორწინო ვალდებულება და სხვა), რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის ქორწინებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4