შუა საუკუნეებში დასავლეთის ქრისტიანი ხალხების მიერ წმიდა სამარხის გათავისუფლებისა და იერუსალემის დაპყრობის მიზნით მოწყობილი სამხედრო ლაშქრობები (თუმცა არცთუ ისე იშვიათად ადგილი ჰქონდა თავდაპირველი განზრახვიდან გადახვევას). 1095 წელს ამ ინიციატივის წამომწყები პაპი ურბან II გახდა. მან მოუწოდა ქრისტიანებს, ერთმანეთთან ომის ნაცვლად, მუსლიმებს შებრძოლებოდნენ. მრავალრიცხოვან ჯვაროსნულ ლაშქრობათაგან თითქმის ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა, პირველის გარდა, რომელიც 1099 წლის 15 ივლისს იერუსალემის აღებით დასრულდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4