A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დადგენილი წესები

Etym. ლათ. praeceptum (სიტყვიდან praeseptus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა praecipere „დაწესება“)
It. Precetto
რელიგიური თვალსაზრისით, დადგენილი წესები, ანუ მცნებები, ეწოდება ეკლესიის მიერ მორწმუნეთათვის დამკვიდრებულ იმ დადებით წესებს, ზნეობრივი ვალდებულების განმტკიცების, ლოცვის სულისკვეთების, ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის ზრდისთვის მათი მინიმალურად აუცილებლით უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარი დადგენილი წესი ხუთია: კვირადღეს და დაწესებულ სადღესასწაულო დღეებში წირვაზე დასწრება; სულ მცირე, წელიწადში ერთხელ აღსარების თქმა; ზიარების მიღება, თუნდაც მხოლოდ სააღდგომოდ; დღესასწაულთა აღნიშვნა; დაწესებულ დღეებში მარხვისა და თავშეკავების დაცვა (CCC, 2041-2043).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9