A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ავგ ავხ

ავგუსტინესეული წესდება

It. Regola agostiniana
ავგუსტინესეული წესდება (მას მისდევდნენ ავგუსტინელნი, დომინიკელნი, პრემონსტრატები, რეგულარული კანონიკოსები), რომელიც განსაკუთრებით შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული, ორი ფსევდოავგუსტინური სამონასტრო წესდების შერწყმის შედეგად შეიქმნა: ერთი მათგანი იყო De ordine monasterii (II წესი), მეორე — Informatio regularis (III წესი). პირადად ავგუსტინეს მიერ დაწერილი წესდების არარსებობა ჯერ კიდევ XI საუკუნემდე დადგინდა. VII სუკუნეში ჰიპონის ქალთა მონასტერში არსებული დაპირისპირების საკითხზე დაწერილი ავგუსტინეს წერილი (ეპ. 211, 1-4) ქალთა სამონასტრო ორდენის წესდების საფუძვლად იქნა აღებული (ეპ. 211, 5-16, ეგრეთ წოდებული Regula ad virgines, I წესი), რის ნიმუშადაც, შესაძლოა, იქცა Informatio regularis.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9