A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დამსახურება

Etym. ლათ. meritum, ნაწარმოებია ზმნიდან merere „დამსახურება“
It. Merito
ზოგადად სიტყვა აღნიშნავს ადამიანის მიერ ჩადენილ ქმედებათა ობიექტურ ღირებულებას, რომელსაც საზღაური შეესაბამება. სქოლასტიკურ თეოლოგიაში ღირსეული დამსახურება ეწოდება დამსახურებას იმ ქმედებათათვის, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ საზღაურს, რადგანაც ადამიანის მიერ მადლითაა ჩადენილი როგორც მხსნელი ქმედება. შესაბამისი დამსახურება აღნიშნავს არგამართლებული ადამიანის ზნეობრივი კანონის მოთხოვნილებათა შესატყვის ქმედებას (პატიოსანი საქციელი), რომელიც არ შეესაბამება ზებუნებრივ მიზნებს და ამიტომაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამსახურებად ვიწრო გაგებით. თუმცა ასეთ ქმედებაში ღმერთი მადლისთვის მომზადების ღირებულებას აღიარებს. წმიდა თომა აკვინელის უკანასკნელ შრომებში და მომდევნო პერიოდის თეოლოგიაში ეს ტერმინი აღნიშნავს ქმედებას, ჩადენილს ქმედითი მადლის დახმარებით და წარმოადგენს გამართლებისათვის მომზადებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9