Etym. ბერძ. charaktér, შემდგომში ლათ. character „კვალი, წარუშლელი ნიშანი“ საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას აღნიშნავს ქრისტეში თანამონაწილეობის წარუშლელ და სულიერ ნიშანს, რომელსაც სამშვინველში ტოვებს ნათლისღება, მირონცხება და მღვდლობა, რის გამოც ამ სამი საიდუმლოს მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4