ყოველივე ის, რაც საჭიროა მედიტაციისა და რელიგიური ღმრთისმოსაობის გასაადვილებლად. როგორც წესი, ასეთებად მიიჩნევა პირადი მოხმარების რელიგიური საგნები: მცირე ზომის საღმრთო გამოსახულებანი, ჯვრები, მედალიონები და სხვა. ამულეტებისაგან (ავგაროზთაგან) განსხვავებით, რომელთაც მაგიური (ჯადოსნური) ძალა მიეწერება, დევოციონალებს თავისთავად არ გააჩნიათ რამე ღირებულება და ქმედითი ძალა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4