A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დერ

დეკანოზი

Etym. გვიანლათ. სიტყვიდან decanus, რომელიც ნაწარმოებია სახელიდან decem „ათი“, (თავდაპირველად აღნიშნავდა „ათკაციანი ჯგუფის მეთაურს“)
It. Decano
პირი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის, მსახურების ხანგრძლივობისა თუ ასაკის გამო კოლეგებს შორის პირველ ადგილს იკავებს. კარდინალთა კოლეგიის დეკანოზს ირჩევენ რომაულ ეკლესიათა წოდებამინიჭებულ კარდინალთა შორის. იგი ამავე კოლეგიას თავმჯდომარეობს და მიიჩნევა primus inter pares. მისი მოვალეობაა არჩეული პაპის ეპისკოპოსად კურთხევა, თუკი ის ამ წოდებას არ ატარებს. საკრა როტას (კათოლიკე ეკლესიის უმაღლესი სასამართლო) დეკანოზია ყველაზე ხანდაზმული პრომოციის აუდიტორი. დეკანოზი (ან ადგილობრივი ვიკარიუსი, ან მთავარხუცესი) ეწოდება აგრეთვე ადგილობრივ ვიკარიატში განწესებულ მღვდელმსახურს (CIC, კან. 553 ნაწ.1), ვინც სადიოცეზო ეპისკოპოსის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9